მაფრთხილებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს იმ გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებისა და მასზე არსებული საფრთხის ხასიათის თაობაზე, რომელზე გადაადგილებაც შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს.
იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
იძლევა გაფრთხილებას ერთლიანდაგიანი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
იძლევა გაფრთხილებას ორი ან ორზე მეტი ლიანდაგის მქონე რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

იძლევა გაფრთხილებას ტრამვაის ხაზის გზასთან გადაკვეთის თაობაზე.
გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.
ისეთ გზასთან გადაკვეთა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.
ისეთ გზასთან შეერთება მარჯვნიდან, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.
ისეთ გზასთან შეერთება მარცხნიდან, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.

იძლევა გაფრთხილებას 4.3 ნიშნით აღნიშნულ წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე.
გზაჯვარედინი, ქვეითთა გადასასვლელი ან გზის მონაკვეთი (გარდა რკინიგზის გადასასვლელისა), რომელზე მოძრაობაც შუქნიშნით რეგულირდება.
იძლევა გაფრთხილებას გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელი.
მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი მარჯვნივ.
მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი მარცხნივ.
გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებით, პირველი მოსახვევით მარჯვნივ.
გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებით, პირველი მოსახვევით მარცხნივ.
იძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.
იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.
გზის მოლიპული მონაკვეთი, რომელზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია.
გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.
გზის მონაკვეთი, რომელზედაც მოწყობილია ხელოვნური უსწორმასწორობა სიჩქარის იძულებით შემცირებისათვის.
გზის მონაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ.
გზის მონაკვეთი, რომლის გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს.
გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება ორივე მხრიდან.
გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარჯვნიდან.
გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარცხნიდან.
გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისი, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით.
იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1-1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
იძლევა გაფრთხილებას გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა.
იძლევა გაფრთხილებას 4.4 ნიშნით აღნიშნული ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე.
გზის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის მონაკვეთი, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმასთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მისი სავალ ნაწილზე გამოჩენა.
ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთი ან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა.
გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყრისაგან ან ქვის ცვენისაგან.
გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს.
აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
იძლევა გაფრთხილებას საავტომობილო გვირაბთან მიახლოების (საავტომობილო გვირაბამდე ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე არსებული მონაკვეთის) თაობაზე.
გზის მონაკვეთი, რომელიც დროებით ჩახერგილია.
გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.
მიუთითებს შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიან გზის მრუდეზე მოძრაობის მიმართულებას მარჯვნივ ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

მიუთითებს შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიან გზის მრუდეზე მოძრაობის მიმართულებას მარცხნივ ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

მიუთითებს „T“-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.
მიუთითებს „T“-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.
ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვას.
კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს.
კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.
კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას.
კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
კრძალავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვას.
კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.
კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.
კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.
კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა. შ.) გაუჩერებლად გავლას.
კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
3.20 საგზაო ნიშნის („გასწრება აკრძალულია“) მოქმედების ზონის დასასრული.
კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).
3.22 საგზაო ნიშნის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“) მოქმედების ზონის დასასრული.
კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ).
3.24 ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“) მოქმედების ზონის დასასრული.
კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას.
კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.
კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში.
კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული.
კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით.
კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, 1.22-2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“.
პრიორიტეტის ნიშანი ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას.
გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში, წინასწარ გზაჯვარედინამდე 150-300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში, გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას, მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150-300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.
უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის, გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას, მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ იგი არ არის, ნიშნის წინ).
უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.
ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
მიმთითებელი ნიშანი გამოიყენება მოძრაობის რეჟიმის შემოღებისთვის ან გაუქმებისთვის.
ნიშანი რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. გზის მონაკვეთის დასაწყისში დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად.
ნიშანი რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ნიშანი რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ნიშანი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.
მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.
ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი, გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი, გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას, დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
4.6 ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული.
გზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული.
მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: პირდაპირ.
მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: მარჯვნივ.
მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: მარცხნივ.
განსაკუთრებული მითითების ნიშანი ადგენს ან აუქმებს მოძრაობის განსაკუთრებულ რეჟიმს. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს გზაზე დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტის განლაგების, აგრეთვე რეკომენდებული მოძრაობის სიჩქარის თაობაზე.
ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით.
მიუთითებს 5.1 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე.
გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.
მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.
გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით ხორციელდება.
მიუთითებს 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.
მიუთითებს ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.
მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.
მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.
გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.
მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.
მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.
მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.
მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.
მიუთითებს აღმართზე ან განშტოებასა და გადაკვეთაზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.15.3 ნიშანზე გამოსახულია 4.6 ნიშანი („მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“), სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, დამატებით ზოლზე გადაადგილდება.
მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.
მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს.
მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.
მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძალავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია.
მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან 150-300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში, 50-150 მეტრ მანძილზე.
აღნიშნავს ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გასაჩერებელ პუნქტს.
აღნიშნავს ტრამვაის გასაჩერებელ პუნქტს.
აღნიშნავს მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.
გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. 5.19.1 ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 ნიშანი, გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას 5.19.1 ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო 5.19.2 ნიშანი, გადასასვლელის შორ საზღვართან.

მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.
ტერიტორია (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.
მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.
მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).
მიუთითებს 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.
მიუთითებს 5.23.2 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.
მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.
მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.
აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც რეგლამენტირებულია დგომა. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს 5.27 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.
აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც რეგლამენტირებულია დგომა. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს 5.29 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.
აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს 5.31 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.
ტერიტორია, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის.
მიუთითებს 5.33 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.
მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე. ნიშანთან გავლისას მძღოლი შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს.
ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი.
იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.
მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად, სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.
მიუთითებს მობრუნების ადგილს. 7.3.1 საგზაო ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით). ეს ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.
ადგილი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ხოლო მისი არარსებობისას ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით.
მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ.
ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი.
ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი.
გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.8.1 ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო 7.8.2 და 7.8.3 ნიშნები, იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული.
მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული.
მიუთითებს მოძრაობის სქემას გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრების აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.
მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები.

მიუთითებს დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელებას, ქუჩა, მდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვა. ნიშანი იდგმება უშუალოდ ობიექტის წინ.
მიუთითებს მანძილს (კმ) მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე და სხვა ობიექტამდე.
მიუთითებს მანძილს (კმ) ნიშნის დადგმის ადგილიდან გზის დასაწყისამდე ან ბოლომდე. ნიშანი იდგმება ყოველი 1 კმ-ის შემდეგ.
მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.
მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.
მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100-150 მეტრ მანძილზე.

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე.
მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის სქემას. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი, 150-300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში, 50-100 მეტრ მანძილზე.
მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.
მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.
ობიექტებისა და სერვისის ნიშნები საგზაო მოძრაობის მონაწილეს აძლევს ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის თაობაზე.
ობიექტებისა და სერვისის ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აძლევს ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც გამოიყენება. დაფები თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ, რომელთანაც ისინი გამოიყენება.
მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).
მიუთითებს მანძილს 2.3 ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.
მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.
მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონას.
მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.
მძღოლს აწვდის ინფორმაციას მისი 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში ყოფნის თაობაზე.
3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონა გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ.
3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონა გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ.
მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებას.

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია.
მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილზე ან ტრაქტორზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით და ნახევარმისაბმელით, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე.
მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მსუბუქ ავტომობილზე.
მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება.

მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა ნიშნის მოქმედებას ავრცელებს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე.
მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი.
მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს: სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ.
განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს: მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების ხერხზე.

მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავათი.
მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე მომსახურება ფასიანია.
მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეზღუდულია.
მიუთითებს, რომ 7.4 ან 6.10 ნიშნით აღნიშნულ მოედანზე არის ესტაკადა ან დასათვალიერებელი თხრილი (ორმო).
მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს.
მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. დაფა გამოიყენება 1.26 ნიშანთან ერთად.
მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. დაფა იდგმება 2.1, 2.3 და 2.4 ნიშნებთან ერთად, როცა გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას.
მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ.
მიუთითებს, რომ ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობს უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირი. დაფა გამოიყენება 1.23, 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად.
მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. დაფა გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.
მიუთითებს, რომ 7.4 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.20.2 საგზაო ნიშნით.
მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.
მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც გადააქვს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, დაფაზე მითითებული სახიფათო კლასის ტვირთი. დაფა გამოიყენება 3.32, 3.33 და 4.8.1-4.8.3 ნიშნებთან ერთად.
მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობას, რომლებზედაც თითოეულისათვის 3.12 ნიშანზე აღნიშნული მასა დასაშვები ნორმაა.
მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობას, რომლებზედაც თითოეულისათვის 3.12 ნიშანზე აღნიშნული მასა დასაშვები ნორმაა.
მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.
მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.
მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ტრამვაის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.
გამოიყენება 4.2.1 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.
გამოიყენება 4.2.2 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.
გამოიყენება 4.2.3 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.
საგზაო მონიშვნა არის ხაზები, ისრები და წარწერები გზაზე. ის აჩვენებს ზოლებს, გაჩერების ადგილებსა და იმას, სად შეიძლება ხაზის გადაკვეთა. მონიშვნა ძირითადად თეთრია, ყვითელი ხაზები (1.4, 1.10, 1.17) კი გაჩერებასა და დგომას ეხება.
ყოფს საპირისპირო მიმართულების ნაკადებს და აღნიშნავს ზოლის ან სავალი ნაწილის საზღვარს. გამონაკლისი: თუ ხაზი თქვენგან მარჯვნივ სავალი ნაწილის ნაპირს აღნიშნავს, შეგიძლიათ გადაკვეთოთ გზის პირას გასაჩერებლად.
გადაკვეთა აკრძალულიაყოფს საპირისპირო მიმართულების ნაკადებს გზაზე, სადაც ოთხი ან მეტი ზოლია.
გადაკვეთა აკრძალულიაიხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე. ხშირად 3.27 ნიშანთან ერთად გვხვდება.
გაჩერება აკრძალულიაყოფს საპირისპირო მიმართულების ნაკადებს ორზოლიან ან სამზოლიან გზაზე. ასევე ყოფს ერთი მიმართულების ზოლებს.
გადაკვეთა ნებადართულიაწყვეტილი ხაზი გრძელი შტრიხებით: შტრიხი შუალედზე სამჯერ გრძელია. გაფრთხილებთ, რომ 50-100 მეტრში იწყება მთლიანი ხაზი (1.1 ან 1.11).
გადაკვეთა ნებადართულიამოკლე შტრიხებიანი წყვეტილი ხაზი, რომელიც ზოლს გზაჯვარედინის შიგნით აჩვენებს.
გადაკვეთა ნებადართულიაყოფს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლს ძირითადი ზოლისგან: გზაჯვარედინთან, გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერებასთან.
გადაკვეთა ნებადართულიააღნიშნავს ზოლს, სადაც მოძრაობის მიმართულებას რევერსული შუქნიშანი ცვლის. როცა შუქნიშანი გამორთულია, ხაზი საპირისპირო ნაკადებს ყოფს და მისი გადაკვეთა აკრძალულია. შუქნიშნის გამორთვისთანავე მარჯვნივ, ხაზის იქით გადადით.
დამოკიდებულია რევერსულ შუქნიშანზეიხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე. მოკლე გაჩერება შეიძლება, დგომა არა. ხშირად 3.28 ნიშანთან ერთად გვხვდება.
დგომა აკრძალულიაყოფს ნაკადებს იქ, სადაც ზოლის შეცვლა მხოლოდ ერთი მხრიდან შეიძლება: მაგალითად, მობრუნების ადგილზე ან სადგომიდან გამოსასვლელთან. მთლიანი ხაზის მხრიდან მისი გადაკვეთა მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დასასრულებლად შეიძლება.
გადაკვეთა წყვეტილი ხაზის მხრიდანაქ უნდა გაჩერდეთ, თუ დგას 2.4 ნიშანი „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“, ან თუ შუქნიშანი ან მარეგულირებელი მოძრაობას კრძალავს.
გაჩერების ადგილისამკუთხედების რიგი. საჭიროების შემთხვევაში აქ უნდა გაჩერდეთ და გზა დაუთმოთ გადამკვეთ გზაზე მოძრავ ტრანსპორტს.
ქვეითთა გადასასვლელი შუქნიშნის გარეშე.
ქვეითთა გადასასვლელი შუქნიშნის გარეშე. ისრები აჩვენებს, საით უნდა იმოძრაონ ქვეითებმა.
ადგილი, სადაც ველობილიკი სავალ ნაწილს კვეთს.
აღნიშნავს ადგილს, სადაც საპირისპირო მიმართულების ნაკადები იყოფა.
აღნიშნავს ადგილს, სადაც ნაკადები იყოფა.
აღნიშნავს ადგილს, სადაც ნაკადები ერთმანეთს ერწყმის.
აღნიშნავს ავტობუსისა და სხვა სამარშრუტო ტრანსპორტის გაჩერებას, ასევე ტაქსის სადგომს.
გზაჯვარედინის წინ აჩვენებს, საით შეიძლება წასვლა ამ ზოლიდან. ხშირად 5.15.1 და 5.15.2 ნიშნებთან ერთად გვხვდება. მარცხნივ მოხვევის ისარი ყველაზე მარცხენა ზოლზე მობრუნების უფლებასაც გაძლევთ.
გაფრთხილებთ, რომ წინ გზა ვიწროვდება, ზოლების რაოდენობა მცირდება ან იწყება საპირისპირო ნაკადების გამყოფი მთლიანი ხაზი (1.1 ან 1.11).
გაფრთხილებთ, რომ წინ არის 1.13 ხაზი, სადაც გზა უნდა დაუთმოთ.
გაფრთხილებთ, რომ წინ არის 1.12 „სდექ“ ხაზი და 2.4 ნიშანი.
აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.
ზოლი ავტობუსებისა და სხვა სამარშრუტო ტრანსპორტისთვის. შეიძლება ყვითლად იყოს დახატული.